12:25 | 2020-07-15 ავტორი: Prime Time

მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტრეტი“-ს ახორციელებს

მარნეულის კულტურის ცენტრი ონლაინ პროექტ „პორტრეტი“-ს ახორციელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, კულტურულ- საგანმანათლებლო აქტივობებს ონლაინ რეჟიმში აქტიურად ახორციელებს;

 

მიმდინარე ეტაპზე კულტურის ცენტრი, ონლაინ პროექტი „პორტრეტი“-ს ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე შემოქმედებითი ადამიანებისა და წრეების გამოფენებს და საქმიანობას აშუქებს;

საშვილიშვილო საქმე - რამ აღაფრთოვანა მესტიაში გიორგი კალანდია
2020-06-27საშვილიშვილო საქმე - რამ აღაფრთოვანა მესტიაში გიორგი კალანდია

პროექტის ფარგლებში, რომლის სლოგანია „გაიცანით ადგილობრივი ხელოვანები უკეთ“, უკვე წარმოაჩინეს სტუდია „HOBBY HOUSE” -ის, საზის ოსტატის, აშუღ – ბაფალი ალიევოღლი ადიგოზელოვის, ხელოვანი (ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარები) მედეა ჭკადუასა და მხატვარ/ მეთოჯინე არმენ ოგანესიანის შემოქმედება;

 

აღნიშნული პროექტი, რომელიც მაღალი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში მიმდინარეა, მომავალშიც ბევრ საინტერესო ადამიანებსა და შემოქმედებით წრეებზე გვიამბობს;

ავტორი: Prime Time

X