12:36 | 2020-05-29 ავტორი: Prime Time

მარნეულის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

მარნეულის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის 5 ახალი ავტობუსი მოემსახურება

მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს შემოდგომიდან, დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი დაემატება.

 

მერიამ, ISUZU-ს მარკის საზოგადოებრივი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ჯი-თი გრუპ“-თან, ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხროციელდება
2020-05-14მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხროციელდება

მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი, მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწერა.

 

მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო.

 

ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ავტორი: Prime Time

X