
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფასტრუქტურის განვითარების მიზნით, მასშტაბური პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ სოფელში, დამია გეურარიხის ადმინისტაციულ ერთეულში შემავალ, სოფელ დამიაში მიმდინარეობს;
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა 2000 მეტრის მოცულობის გზა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გზებზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 587 012 ლარითაა დაფინანსებული;























