
სოფელ ყიზილაჯლოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ადგილზე 210 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 700 000 – მდე ლარია გამოყოფილი – პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრში დასრულდება და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, მიმდინარეობს ქ. მარნეულის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. სადაც არსებული შენობის სახურავის, სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მიშენების სამუშაოები ხორციელდება. პროექტისთვის რეგ. ფონდიდან 1 294 111 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 68 119 ლარი. ჯამში 1 362 230 ლარი.
(NS)






















