
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ კარანტინი გამოცხადდა. საავადმყოფო პაციენტებს აღარ იღებს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ „ჯეო ჰოსპიტალის“ ცხელ ხაზზე დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, საკარანტინო რეჟიმში იმყოფება მედპერსონალიც.
ცნობისთვის: აღნიშნულ კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული ქალბატონი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.






















