
მარნეულსა და ბოლბნისში ისეთი სამუშაოების ჩატარება იქნება შესაძლებელი, რომელიც ღია სივრცეში განხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების სია უახლოებს მომავალში გახდება ცნობილი.
„მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ ხორციელდება დახურულ სივრცეში, მაგალითად კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება და სხვა ისეთი სამუშაოები ,რომელიც რია სივრცეშია განლაგებული. სამუშაოების კონკრეტული სია უახლოეს მომავალში იქნება გამოქვეყნებული“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 66 ადამიანი.
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.






















