
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, საავადმყოფო, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული ქალი იწვა, ე.წ. ცხელებით მიმდინარე დაავადებათა ცენტრად გადაკეთდა.
„დადიან ექიმები, სოფლის ექიმები და სოფლის რწმუნებული და მათთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. ისინი კარდაკარა ჩამოვლის გზით ეკითხებიან და დისტანციურად უზომავენ სიცხეს მოქალაქეებს და დღემდე რაც მაქვს ინფორმაცია 8050 ადამიანია გამოკვლეული ამ ტიპით“, – ამბობს გამყრელიძე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ამაჟამად კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.






















