17:41 | 2020-05-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მარნეულში ახალგაზრდები მარტოხელა დედას სახლს აუშენებენ

მარნეულში ახალგაზრდები მარტოხელა დედას სახლს აუშენებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში მცხოვრებ მარტოხელა დედისა და მისი 17 წლის შვილის უკიდურეს გაჭირვებაზე „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე დღის წინ სტატია გამოაქვეყნა.

 

ოჯახი 3 წელი სხვის ტერიტორიაზე ნანგრევებად ქცეულ სახლში ცხოვრობს, ახალგაზრდა ქამრან მამედოვმა მეგობრებთან ერთად დედა შვილის დასახმარებლად, ერთგვარი კამპანია წამოიწყო და დაიწყეს თანხის შეგროვება, რომ ოჯახისთვის საცხოვრებელი კონტეინერი ეყიდათ.

 

ქამრანი გვიყვება რომ გამოჩნდა ორი ადამიანი, რომლებიც მათ სახლს აუშენებს.

 

USAID-მა ფახულანში დაზარალებული ფერმერისგან ნაყიდი ვარდები მედიკოსებს აჩუქა
2020-05-20USAID-მა ფახულანში დაზარალებული ფერმერისგან ნაყიდი ვარდები მედიკოსებს აჩუქა

 

,,ჩვენ გვინდოდა საცხოვრებელი კონტეინერი გვეყიდა, ბევრმა გამოთქვა დახმარების სურვილი და გამოჩნდა ორი ადამიანი რომლებიც ამ გაჭირვებულ ოჯახს სახლს აუშენებს, ახლა პრობლემა მხოლოდ მიწის ნაკვეთია, სადაც სახლი უნდა აშენდეს და იმედია ამასაც მალე მოვაგვარებთ“, – ამბობს ქამრან მამედოვი.

 

ახალგაზრდა ბიჭი და მისი მეგობრები სოფელ იმირში კიდევ ერთ გაჭირვებულ ოჯახს ეხმარება. ქამრანი გვიყვება რომ 4 სულიანი ოჯახი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს სახლში, რომელსაც სახურავი და ფანჯრები თითქმის არ აქვს.

 

,,ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი ოჯახი, ცოლ-ქმარი ორი მცირეწლოვანი ბავშვით ორ ოთახში ცხოვრობს, მათი ყოველთვიური შემოსავალი 150 ლარი სოციალური დახმარებაა, ოჯახს არც მიწის ნაკვეთი აქვს რომ დაამუშაოს.

 

დიასახლისი ეპილეფსიით დაავადებულია და ვერ მკურნალობენ, ამ ორ ოთახზე სახურავის ნაცვლად ბრეზენტი ქონდათ გადაფარებული, ჩვენ ვუკეთებთ ახალ სახურავს და კარ ფანჯარას ვცვლით, ასევე ორივე ოთახს გავარემონტებთ, ამის გარდა გვყავს კიდევ რამდენიმე ოჯახი რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვს და კეთილი ადამიანების თანადგომით ვაპირებთ მათაც დავეხმაროთ“, – ამბობს ქამრან მამედოვი.

 

Image may contain: 3 people

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X