
მარნეულში, სოფელ სოფელ დაშთაფაში “ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებელი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ავრცელებს.
“ახლა ამათ რა შეიძლება მოსთხოვო.ჯერ ლეიბორისტულ პარტიას სრულად წაგვართვეს კომისიის წევრ–წარმომადგენლები მთელს ქვეყანაში.დავნიშნეთ გაჭირვებით დამკვირვებლები და აგერ მარნეულში ერთ-ერთი დაუჭრიათ.ფსკერიც აღარ ქვია ამას”,- წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისივე ცნობით, დაჭრილი მარნეულის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაჭრაში ეჭვმიტანილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია.






















