
მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება“, – აცხადებენ ტელევიზიაში.
VIDEO: დამტვრეული კამერები, მანქანები და დაშავებულები – რა ხდება ამ წუთებში მარნეულში























