09:25 | 2020-05-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მარნეულში ძარცვის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მარნეულში ძარცვის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მარნეულში ძარცვის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს – 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

 

მკვლელობა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო - ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური ისტორიები
2021-11-25მკვლელობა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო - ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური ისტორიები

 

 

სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო.

 

ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

დანაშაული ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X