
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორმა 11 წლის მოზარდზე ფიზიკურად იძალადა.
11 წლის ბიჭის თქმით, თანატოლებს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ, რის შედეგადაც სკამი გატყდა. გაბრაზებულმა დირექტორმა ბავშვს გულმკერდის არეში დაარტყა და მოზარდი კედელს მიეჯახა.
როგორც ოჯახი ყვება, ბავშვს ერთ-ერთმა პედაგოგმა პირველადი დახმარებაც გაუწია. მოზარდს გამოკვლევები ჩაუტარდა.
დაზარალებულის ოჯახმა მარნეულის პოლიციაში სარჩელი შეიტანა და შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსია 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: მარიამ ქველაძე























