19:24 | 2021-09-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მარნეულში განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

მარნეულში განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორ პირს, ხოლო დანაშაულის შუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მკვლელობის ფაქტზე ო.გ.-ს და ო.ტ.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით, ხოლო ს.ა.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ო.გ.-მ და ო.ტ.-მ, მათი დის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდლობის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი თოკით შეუკრეს და ავტომანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც წყლის არხში ჩააგდეს. აღნიშნული პირების ქმედების შედეგად ჯ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

რაც მოხდა დმანისში, აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელია - ირაკლი კობახიძე
2021-09-21რაც მოხდა დმანისში, აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელია - ირაკლი კობახიძე

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ ქმედებას მათივე მეგობარი ს.ა. შეესწრო, თუმცა მან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

 

სამართალდამცველებმა სამივე პირი 20 სექტემბერს დააკავეს. ო.გ.-ს და ო.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რას სასჯელის სახედ და ზომად 13 -დან  17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ს.ა.-ს ბრალდება 376-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით (მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X