14:13 | 2020-05-14 ავტორი: Prime Time

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხროციელდება

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხროციელდება

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს წითელზონად გამოცხადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში;

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებენ.

 

პროცესს მონიტორინგს რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები უწევენ.

 

მიმდინარე ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,  სამუშაოები 6 სოფელში წარმოებს. აღიშნული პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი  ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც ჯამში გამოყოფილია  3, 232, 156  ლარი.

 

მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს  სასმელი წყლის ქსელების მოწყობის სამუშაოებიც; ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება;

 

პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს.

 

დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ორი სოფლის შაუმიანისა და ხიხანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ახალი ხიდის მშენებლობაც.

 

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 452 ლარია გამოყოფილი;

ავტორი: Prime Time

X