10:58 | 2020-09-30 ავტორი: Prime Time

VIDEO – მარნეულში მიმავალ „ოცნების“ წარმომადგენელს მანქანა დააჯახეს და სასტიკად სცემეს

VIDEO – მარნეულში მიმავალ „ოცნების“ წარმომადგენელს მანქანა დააჯახეს და სასტიკად სცემეს

ცოტა ხნის წინ, მორიგი ძალადობრივი თავდასხმა მოხდა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით.

 

ამჯერად მარნეულისკენ მიმავალ გზაზე ფიზიკურად გაუსწორნდნენ „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომელს, თემურ შუბითიძეს.

 

ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის ავტომობილს ჯერ მანქანა დააჯახეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

„ქართული ოცნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
2020-09-29„ქართული ოცნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

 

ავტორი: Prime Time

X