
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სლოგანით #StopCov- „გახდი მოხალისე – შეაჩერე ვირუსის გავრცელება”, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგები მოხალისეთა მსურველებისთვის მომავალ დღეებშიც ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოახდინა მოხალისეთა მობილიზება. მოხალისეები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეების მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებას და სხვა აქტივობებს.
აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების თვითიზოლაციის ხელშეწყობისაკენ.






















