12:39 | 2021-09-21 ავტორი: Prime Time

მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტზე პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

VIDEO: შოკისმომგვრელი სანახაობა - ეიფელის კოშკსა და შაიოს თეატრს შორის გაბმულ ბაგირზე 27 წლის ახალგაზრდამ 670 მეტრი გაიარა  
2021-09-21VIDEO: შოკისმომგვრელი სანახაობა - ეიფელის კოშკსა და შაიოს თეატრს შორის გაბმულ ბაგირზე 27 წლის ახალგაზრდამ 670 მეტრი გაიარა  

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი – ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

 

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დაკავების კადრები ⇓

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X