
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებისთვის რომლებიც ქალაქიდან შორს მდებარეობს, ტრანსპორტი გამოყო.
მერიაში განაცხადეს, რომ სულ ტრანსპორტის რაოდენობა 16-ია და მოსახლეობას შეეძლება ქალაქში წასვლა და პროდუქტის შეძენა.
„მარნეულში 84 სოფელია სულ, რომელიც ქალაქიდან მოშორებითაა. იმ სოფლების მოსახლეობა შეძლებს გადაადგილებას პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
სამარშუტო ტაქსებში ადამიანების რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს, 5 ან 6 კაცი უნდა იჯდეს ერთ სამარშუტო ტაქსიში. სოფლის რწმუნებულებიც ემსახურებიან სოფლებში თავიანთი ავტომობილებით“,- განაცხადეს მერიაში.






















