18:38 | 2020-05-27 ავტორი: Prime Time

მარნეულში პროექტი „დედების სკოლა“ ივნისიდან დაიწყება

მარნეულში პროექტი „დედების სკოლა“ ივნისიდან დაიწყება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორგანიზაცია ახალი აზროვნების ინტიტუტის ინიციატივით ახალი პროექტი „დედების სკოლა“ იწყება.

 

პროექტის მიზანია იმ დედების დახმარება, რომლებმაც ადრეულ ასაკში შექმნეს ოჯახი და საშუალო განათლება ვერ მიიღეს.

 

პროექტის შესახებ ახალი აზროვნების ერთ-ერთმა დამფუძნებელის კამრან ეფენდიევის განცხადებით, პროექტში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარასა და მოლაოღლუში მცხოვრები 20 მშობელი მიიღებს მონაწილეობას.

 

„გოგონები, რომლებმაც ადრეულ ასაკში შექმნეს ოჯახი და ვერ მიიღეს საშუალო განათლება. მათ ჩაუტარდებათ ტრენინგ-სემინარები, ისწავლიან ქართულ და ინგლისურ ენებს, ასევე მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას დაწყებითი კლასის დონეზე.

ჟურნალისტი, რომელიც მარნეულის სოფელში მასწავლებლად წავიდა
2020-05-15ჟურნალისტი, რომელიც მარნეულის სოფელში მასწავლებლად წავიდა

სწავლების პერიოდში მათ აუხსნიან თუ როგორ უნდა დაეხმარონ შვილებს გაკვეთილების მომზადებაში.

 

პროექტი ივნისში დაიწყება, თავიდან კორონავირუსის გამო ლექციები ონლაინ დაიწყება და მერე როცა შეზღუდვები აღარ იქნება შეიკრიბება 20-ივე მშობელი და ჩვეულებრივად გაგრძელდება სწავლება“, – განაცხადა კამრან ეფენდიევმა.

ავტორი: Prime Time

X