
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებთვის, განკუთვნილი 60 დღის საკვები პროდუქტების პაკეტების დაფასოება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ჯამში 2 100 აღსაზრდელის საკვები პროდუქტების დაფასოება, აიპის ბაგა ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა ჩართულობით ხორციელდება.
აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 130 000 ლარი გამოყო.






















