22:05 | 2020-03-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მარნეულში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები შედიან- რა ხდება ამ წუთებში კარანტინის ზონაში

მარნეულში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები შედიან- რა ხდება ამ წუთებში კარანტინის ზონაში

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით ცოტა ხნის წინ, მარნეულში სასწრაფო დახმარების ბრიგადები შევიდნენ.

 

ტელეკომპანიის ცნობით, საველე ჰოსპიტალთან სასწრაფოები იდგა, მათ პაციენტები გადაჰყავთ თბილისში.

 

მანამდე, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 70 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X