
მიმდინარე წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციის მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, ხოლო 3- ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება; ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ხულდარაში, შულავერში, ჯანდარში, ცოფში, კასუმლოში, ჩანახჩსა და ქუთლიარში.
სოფელ საბირკენდში სკოლის შენობის მშენებლობისთვის ტენდერი კი უკვე გამოცხადდა; ძირებული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ – სოფელ კაპანახჩის, ყულარისა და ყიზილაჯლო №1 საჯარო სკოლას.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური განვითარების ფონდი, 59 ახალ სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ყველა პროექტი ახალი სკოლის სტანდარტს შეესაბამება, რომლის ფარგლებშიც, ეწყობა საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული მოედნები, სასადილო და სხვა აუცილებელი.























