14:12 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

მარნეულში, სოფელ ხოჯორნში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

მარნეულში, სოფელ ხოჯორნში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარმატებით დასრულდა სოფელ ხოჯორნამდე მისასვლელი 2 784 მეტრი სიგრძის გზის მშენებლობის პროცესი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 727 330 ლარი შეადგინა.

 

ასევე, წარმატებით მიმდინარეობს, სოფელ ხოჯორნში 5 კილომეტრიანი, სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის მილის შეცვლა, რომლის ღირებულებაც ჯამში 237 095 ლარს შეადგენს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 855 ლარით, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდიდან 225 240 ლარით არის დაფინანსებული. აღნიშნული მაგისტრალის რეაბილიტაციის შემდეგ, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფელ ხოჯორნის 920 მოსახლე.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X