16:42 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში კორონავირუსით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 98,95% არავაქცინირებული იყო – ამირან გამყრელიძე

მარტიდან სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში კორონავირუსით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 98,95% არავაქცინირებული იყო – ამირან გამყრელიძე

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2020 წლის 15 მარტიდან, ანუ მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის აცრის პროცედურა დაიწყო, სექტემბრის პერიოდამდე ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაიცვალა 5 469 ადამიანი.

 

მისივე თქმით, 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულებში ინსტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5% ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებთან შედარებით.

 

„30 სექტემბრის პერიოდით აღებული, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი ჩვენი კვლევით არის 9,87-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით. ამ ხნის განმავლობაში, 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში ვაქცინირებული სრულად იყო 814 851 პირი და აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა კოვიდის შემთხვევა.

 

ამ პერიოდში ჰოსპიტალიზირებული იყო სულ ქვეყანაში 15 მარტიდან მოყოლებული 53 767 ადამიანი და ჰოსპიტალიზაცია ვაქცინირების შემდეგ დასჭირდა 1 386 ადამიანს. ვაქცინაციის ეფექტურობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93,4 %. 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა არის 91,7%. ხოლო 18-59 წლის ასაკის ადამიანებში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა არის ვაქცინაციის 95%.

 

60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სრულად ვაქცინირებულებში ინსტენსიური მკურნალობის საჭიროება 97,5% ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებთან შედარებით. 18-59 წლის ასაკის ადამიანებში ინტენსიურ ჯგუფში მოხვედრის მხრივ დაცვა არის 99%. სულ ინტენსიურში მოხვდა ორჯერ ვაქცინირებული 72 პირი“, – აცხადებს გამყრელიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X