15:24 | 2021-07-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომივლია – სალომე ბაკურაძე ავადმყოფობაზე

მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომივლია – სალომე ბაკურაძე ავადმყოფობაზე

მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მადლობას უხდის. რამდენიმე დღის წინ, მომღერალი თავს ცუდად გრძნობდა.

 

კიიიი, ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს არაა უბრალოდ ნათქვამი ან წამიერად ნაფიქრი, ამას სულ ვგრძნობ და სულ აღვნიშნავ ხოლმე. მუდმივად მაქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანებისადმი, ვისთვისაც “არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში” და ყოველთვის უანგაროდ და მთელი გულით გამოხატავენ ჩემდამი უდიდეს სიყვარულს, არ ვიცი ეს ამ დოზით რით დავიმსახურე, მაგრამ ასეა და გულის ხეთქვამდე მადლიერი ვარ ამისთვის.

 

 

 

 

არ მიყვარს მოვლენების კიდევ უფრო დრამატიზირება, პირიქით – ცხოვრებაში სულ რაღაცების გამარტივებაში ვარ, თუმცა მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომივლია. ახლა კი ისე კარგად ვარ, თქვენ რომ გინდათ და მოითხოვთ ჩემგან და კიდე უფრო თავიდან და ბოლომდე და ბოლოდან და თავამდე სავსე ვარ სიყვარულით.

 

არც კი ვიცი ეს ერთი სიტყვა “მადლობა”თუ ყოფნის იმას რასაც ვგრძნობ და მინდა ვთქვა, მაგრამ ეს მაინც ხომ უნდა გითხრათ? ყველას, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, უცნობს, ნაცნობს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს, რომელმაც ასე საკუთარი პრობლემასავით მიიტანეთ გულთან ჩემი ჯანმთელობის ამბები, მიყვარხართ გულწრფელად და კიდევ ერთხელ ძაააან დიდი რამე დამანახეთ”. – წერს სალომე ბაკურაძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X