12:57 | 2020-07-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

„მართლა ძალიან მაგარი გოგოა“ – დედის სიურპრიზი იუბილარ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრთან

„მართლა ძალიან მაგარი გოგოა“ – დედის სიურპრიზი იუბილარ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრთან

ერთ-ერთ იუბილარ აბიტურიენტს დედამ სიურპრიზი გაუკეთა და შვილს საგამოცდო ცენტრთან ბუშტებით დახვდა. ამის ამსახველ ფოტომასალას edu.aris.ge ავრცელებს. 

 

იუბილარის დედას, შვილისთვის ფლეშმობის მოწყობაც უნდოდა, თუმცა იმის გამო, რომ სხვებს ხელი არ შეშლოდა, თავი შეიკავა.

 

„ჩემი პირველი შვილია და მართლა ძალიან მაგარი გოგოა. ძალიან დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული. თავად შეარჩია უნივერსიტეტებიცა და სპეციალობაც. ამ გამოცდების გამო, ბავშვებზე მეტად, ალბათ ჩვენ, დედები ვნერვიულობთ. ამიტომ ყველა გამოცდაზე აქ ვიყავი.

 

„სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს“ - პოზიტიური ამბავი ეროვნული გამოცდებიდან
2020-07-18„სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს“ - პოზიტიური ამბავი ეროვნული გამოცდებიდან

 

ნინი ამ სიურპრიზს არ ელოდება, წარმოდგენა არ აქვს. ისე დავგეგმე, რომ ვერაფერი გაეგო. თან ვნერვიულობდი ყველაფერი ისე თუ გამოვიდოდა, როგორც მინდოდა. დარწმუნებული ვარ, გაუხარდება“,- ამბობს ნინი გრძელიძის დედა.

 

მოგვიანებით, ნინის რეაქციაც გავიგეთ. დედის სიურპრიზმა ძალიან გაახარა და დაბადების დღეს საღამოს ყველასთან ერთად იზეიმებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X