
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ვირუსის ახალ შტამზე „ლამბდა“-ზე საუბრობს, რომელსაც ინდური შტამის მონათესავედ მოიხსენიებს. ამბობს, რომ ამ ვირუსის გაჩერება ძალიან მარტივია.
„ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე – ვირუსები. ყველაზე საშიში ვირუსია K404N, რომელიც მართლა ძალიან საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 2-3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია.“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.






















