23:51 | 2021-08-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“მარტო ანრიმ არ დაკარგა საყვარელი დედა, ჩვენ ყველამ დავკარგეთ ის” -როგორ ემშვიდობებიან კოვიდით გარდაცვლილ ქალს

“მარტო ანრიმ არ დაკარგა საყვარელი დედა, ჩვენ ყველამ დავკარგეთ ის” -როგორ ემშვიდობებიან კოვიდით გარდაცვლილ ქალს

“ალბათ, მარტო ანრიმ არ დაკარგა საყვარელი დედა, ჩვენ ყველამ დავკარგეთ დედა” – ასე ეხმაურება კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ამბავს სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობელი.

 

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, შუახნის ქალბატონი კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

ნარო დეიდა, არ ვიცი როგორ დავიწყო… იმდენი რამე შეიძლება ითქვას შენზე ალბათ, ვერასდროს შევძლებთ დასრულებას, რადგან ქალი რომელიც ყველას უყვარდა რთულია სიტყვებით გადმოსცე… თითქმის შეუძლებელია იცხოვრო ამ უსამართლო სამყაროში ისე, რომ ყველამ შეგიყვაროს, მაგრამ შენ ეს შეძელი!

 

ყველა ჩემს ფიქრებში იყავი, როცა ვფიქრობდი ჩემს ბავშვობაზე, ჩვენს უბანზე და ჩემს განვლილ ცხოვრებაზე საქართველოში. რამდენჯერ მიფიქრია რომ დავბრუნდები პირველად ამდენი წლის შემდეგ და დამხვდებოდი შენი სიცილით, შენი სიცოცხლით სავსე ენერგიით, შენი სიყვარულით და ხასიათით, რომელიც ყველას ესე ძალიან გვიყვარს!!!

 

აღარ მაქვს იმდენი სურვილი დაბრუნების მანდ, თითქოს ჩამიქრა მონატრებაც მაქაურობის, რაღა დამხვდება… სიცარიელე! ალბათ, მარტო ანრიმ არ დაკარგა საყვარელი დედა, ჩვენ ყველამ დავკარგეთ დედა და ცხოვრების ლამაზი წლები შენი სახით!

 

წინა დღეს რომ ვილაპარაკეთ გვითხარი რომ ძალიან ბევრს გვკოცნიდი და რომ ძალიან გიყვარვარ, ნეტა იცოდე, მე როგორ მიყვარდი და როგორ მატკინე გული, ალბათ არასდროს დაგვტოვებდი, შენ ყველაზე მზრუნველო დედავ! ჩემს გულში სულ ისეთი სიცოცხლით სავსე იქნები, როგორც აქამდე, გკოცნი ბევრს და მიყვარხარ!” – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X