18:57 | 2020-05-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მარტო ჩემი ქმარი მანახა, მეტი არაფერი მინდა“ – სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის ცოლის პირველი კომენტარი

„მარტო ჩემი ქმარი მანახა, მეტი არაფერი მინდა“ – სუს-ის გარდაცვლილი თანამშრომლის ცოლის პირველი კომენტარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გარდაცვლილი თანამშრომლის, ა. ზ. -ს მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს.

 

როგორც ის ამბობს, არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

 

„ლაპარაკის თავი არ მაქვს. მარტო ჩემი ქმარი მანახა, მეტი არაფერი მინდა.

 

მე არაფერი ვიცი, მაგას ვკითხულობ. ჯერ არავინ მეუბნებოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, როგორ იყო არ ვიცი“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გარდაცვლილი თანამშრომელი, ა. ზ. ნახეს. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა თავი მოიკლა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X