01:10 | 2021-04-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მარტვილიდან გაძევებული მონაზვნები მამაოებმა შეიფარეს – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

მარტვილიდან გაძევებული მონაზვნები მამაოებმა შეიფარეს – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ბრძანება გამოსცა და დედა სოსანა და მორჩილი ნინო სოფელ ლასურიაშის შობის ტაძარში გაამწესა, ისინი მარტვილის ეპარქიაში სასულიერო პირებმა შეიფარეს.

 

 

დედა სოსანა და მორჩილი ნინო ამჟამად მარტვილის ეპარქიის ერთ-ერთ დედათა მონასტერში იმყოფებიან და აცხადებენ,რომ მათ მოსანანიებელი არაფერი ჩაუდენიათ და არ აპირებენ ეპარქიის დატოვებას.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან მიტროპოლიტმა სტეფანემ გადააყენა. მაშინ მონაზონი ამბობდა, რომ ის მონასტერს არ დატოვებდა, თუ ამას პოლიციის ძალით არ აიძულებდნენ.

 

დღეს კი საპატრიარქოს წინ გამართული აქციიდან დაბრუნებული მონაზვნები მონასტერში მიტროპოლიტის ბრძანების საფუძველზე დედათა მონასტერში არ შეუშვეს.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X