
„ჯობია მიმართოთ საპატრიარქოს იურიდიულ კომიტეტს, ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორც მაკურთხებენ ისე გავაკეთებ, ჯერ მითითება არ მოუცია საპატრიარქოს“- ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„მიწის გადაცემას მივესალმები, მაგრამ ჩვენს ეპარქიაში არ არის ეს პროცესები და როგორც იქნება განხილული საპატრიარქოში, ისე ვიმოქმედებ.
ჯერ არ ვიცით რა მიწები იქნება და სად იქნება. შევინარჩუნოთ ხე და ტყე“,- დასძინა მან.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.
კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს.
























