11:21 | 2020-04-19 ავტორი: Prime Time

მარტვილის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩატარდა

მარტვილის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩატარდა

მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლ კაციამ ტაძრის ეზოში აღავლინა.

 

„ყველას გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ყველას ვინც არის სახლში, ვინც არის მონასტერში, ვინც არის საავადმყოფოში და ვინც არის უცხოეთში მყოფი, ყველასთვის აღდგა ქრისტე. მაღალმა და მოწყალე ღმერთმა გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, დაგვიცვას ყოვლისაგან ჭირისა, ვირუსისა, ურთიერთმტრობისა და შეგვიწყალოს ჩვენ. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად”- წირვის შემდგომ ასე მიულოცა მეუფე გრიგოლმა აღდგომის დღესასწაული მრევლს.

 

ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მარტვილის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ღია ცის ქვეშ ჩატარდა.

 

წირვას, 15-მდე მრევლი ესწრებოდა. მრევლს შორის დისტანციას პოლიცია და სტიქაროსნები აკონტროლებდნენ.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X