23:19 | 2020-04-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარტვილში 9 თვის ფეხმძიმემ თავი მოიკლა

მარტვილში 9 თვის ფეხმძიმემ თავი მოიკლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, 24 წლის 9 თვის ორსულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სხვა დეტალები არ ხმაურდება.

 

გარდაცვლილს 4 წლის ვაჟი დარჩა.

 

„რა გითხრათ, ისე ვინერვიულე, წნევა მაქვს. დეტალებზე არ მსურს საუბარი”, – გვითხრა სოფლის რწმუნებულმა, გენადი კვაშილავამ.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X