13:30 | 2021-12-24 ავტორი: Prime Time

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

მარტვილში, ცენტრალურ ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანია დაშავებული.

 

ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა მარტვილის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

 

არსებული ინფორმაციით.მიკრო ავტობუსი და ორი ავტობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, მოყინულმა გზამ გამოიწვია.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვები და გზებზე, სადაც მოსალოდნელია ნალექი და დაბალი ტემპერატურა იმოძრაონ ზამთრის სეზონური საბურავებით.

 

ავტორი: Prime Time

X