
აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა, რომლებიც გადაყვანილი არიან შესაბამის კლინიკებში. დაშავებულთაგან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
ეს პაციენტი გადაყვანილია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა პირველ პაციენტთან შედარებით მსუბუქია, თუმცა საყურადღებო.
აფეთქება ფილარმონიასთან, დღეს საღამოს საათებში მოხდა.
ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.






















