13:34 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

მას არასდროს უთხოვია პატიება და შესაბამისად, არც საპატიებელია რამე – თინა ხიდაშელი სააკაშვილზე

მას არასდროს უთხოვია პატიება და შესაბამისად, არც საპატიებელია რამე – თინა ხიდაშელი სააკაშვილზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ის განმარტავს, რატომ არის ეს არჩევნები მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე იყო საპარლამენტო და საპრეზიდენტო.

 

ხიდაშელი სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებასაც ეხმაურება. მისი თქმით, „9 წლის მანძილზე არც ერთი დღე არ ყოფილა მისგან სინანულის, გულწრფელი ბოდიშის, ყველა იმ დანაშაულის და შეცდომის გააზრების, რაც მის სახელს უკავშირდება“.

 

„ეს პოსტი ალბათ უფრო იმ ხალხისთვის არის, რომელსაც გვჯერა რომ 5-იანის შემოხაზვით მურმან დუმბაძის ცნობილი წყევლა გაცოცხლდება და ხელი გაგვიხმება, თუმცა მაინც საგონებელში ვართ ჩავარდნილი. ალბათ იმ ხალხისთვისაც ვინც პირობითად, კანტ რიცხვებში არ მიდის არჩევნებზე, ხოლო ლუწ რიცხვებში იტყვის ჯანდაბას კიდევ ერთი შანსის დროა ალბათო. ეს პოსტი არავის არაფრისკენ მოუწოდებს, ჩემი მცდელობაა გადაწყვეტილების მიღებამდე საფიქრალი დაგიმატოთ.

 

ყიფშიძე სააკაშვილზე: ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, გადაედგა ეს ნაბიჯი, კენედიც დაბრიდეს
2021-10-26ყიფშიძე სააკაშვილზე: ერთი გიჟი როგორ ვერ გამოჩნდა, გადაედგა ეს ნაბიჯი, კენედიც დაბრიდეს

 

ბევრი ადამიანისთვის 30 ოქტომბერს რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამასობაში, ამ არჩევნების ბედი სწორედ ჩვენნაირ ადამიანებზე კიდია, ვინაიდან 5-იანის და 41-ის ამომრჩევლის ამბავი უკვე გარკვეულია. არადა, არჩევანი ასეთი მძიმე არც არასდროს ყოფილა. ჩვეულებრივ, ჩვენ, ერთპარტიული მმართველობის და მუდამ ხელისუფლების მხარეს მყოფთა მოწინააღმდეგე ხალხს არჩევნებზე განსაკუთრებული კომპრომისები არ გვიწევს, მუდამ არის ერთი ორი პარტია სიაში, რომელსაც ხმას მისცემ მშვიდად, სუფთა სინდისით. არც საპრეზიდენტო არჩევნებზე ყოფილა განსაკუთრებული დილემა, ორი ბანაკის ამომრჩევლის გადასაწყვეტი იყო მეორე ტური, ამიტომ ან სულ არ მიხვალ, ან მიხვალ და ყველას გადახაზავ, ან რამეს ორიგინალურს მოიფიქრებ ბიულეტინზე სამახსოვრო წარწერად. დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა.

 

რატომ არის განსხვავებული?

 

მიუხედავად იმისა, რომ ისევ ერთი ერთზე დარჩნენ მოქმედნი და ყოფილნი ამომრჩეველმა ხმების განაწილებით შექმნა იმის პირობა, რომ ყოფილების არჩევის შემთხვევაში მხოლოდ ერთი არ მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.

 

მჯერა თუ არა მათი? ვენდობი რომ სიტყვას შეასრულებენ?

 

არც მჯერა და არც ვენდობი. არც მათი წარსული მაძლევს ამის უფლებას და არც დღევანდელობა. მაგრამ არის ვითარება, როდესაც შენი სურვილის მიღმა გარემოებები იცვლება. ნაცმოძრაობის დღევანდელი განაცხადი კოალიციურობაზე არც მათი კეთილი ნებაა და არც ვინმესთვის საჩუქარი.

 

განვლილმა 9 წელმა სრულიად ცალსახად აჩვენათ, რომ გარანტირებული მეორე ადგილი კი აქვთ, მაგრამ მაინც მუდმივი მარცხისთვის არიან განწირული, ვინაიდან იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არასოდეს მისცემს მათ ხმას, მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე იმათი, ვინც აძლევს მათ ხმას. სწორედ ამიტომ, და იმიტომაც რომ პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური პრაგმატიზმი აქვთ ვართ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ.

 

„მდგომარეობა საგანგაშოა“ - თენგიზ ცერცვაძე 
2021-10-26„მდგომარეობა საგანგაშოა“ - თენგიზ ცერცვაძე 

 

გამართლებულია თუ არა შიში, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კოალიციურ პარტნიორებს ისევ გადააგდებენ? აბსოლუტურად. ოღონდ ბევრი „თუ“ უნდა დაემთხვას ერთმანეთს. წინ საპარლამენტო არჩევნებია, რაც კოალიციურობის შენარჩუნების იმპერატივს კარნახობს მათ, როგორც წარმატების ერთადერთ შანსს;

 

ამასობაში, კოალიციის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ უნდა შეძლოს რაიმე წარმატების ჩვენება და შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველამ კრახი უნდა განიცადოს ნაცების გარდა. ამომრჩევლის უმრავლესობა 2004 წლის მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს და ნაცმოძრაობა თავიდან შუყვარდეს; და სხვა. ნიშნავს თუ არა 30-ში ხმის მიცემა პატიებას და ყველაფრის დავიწყებას? თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის მერისთვის ხმის მიცემა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ამას. იმიტომაც, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებს არაფერი აქვთ საპატიებელი (მე ყოველ შემთხვევაში არაფერი ვიცი პირადად მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ წინა ხელისუფლების დროს) და დანაშაულიც და პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურია.

 

#თავისუფლებამიშა​ – არა, არ ვუერთდები ამ მოწოდებას, არც იმიტომ რომ უდანაშაულო მგონია, არც იმიტომ, რომ სწორედ ამ შემთხვევაში მაინცდამაინც მურუსიძის სასამართლოს პრობლემას ვხედავ (მასზე სტრასბურგს აქვს ნამსჯელი) და კიდევ უფრო იმიტომ, რომ 9 წლის მანძილზე არც ერთი დღე არ ყოფილა მისგან სინანულის, გულწრფელი ბოდიშის, ყველა იმ დანაშაულის და შეცდომის გააზრების, რაც მის სახელს უკავშირდება. მას არასდროს უთხოვია პატიება და შესაბამისად, არც საპატიებელია რამე. მაგრამ ამასობაში, საავადმყოფოზე უარი და სხვა უმსგავსობები სრულიად მიუღებელია.

 

პატიმარზე ქირქილი, დაცინვა, „დიეტაზეა და მოუხდება“ და მსგავსი განცხადებები ყველაზე დიდი სიმდაბლეა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს და ამიტომაც უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება, რომ ეს შეუძლია იფიქროს და აკეთოს საჯაროდ. სწორედ სააკაშვილის პატიმრობისადმი დამოკიდებულებაში საუკეთესოდ გამოჩნდა როგორ მშიშარა, არ შემდგარ პატარა კაცუნებს აქვთ ქვეყანა მიბარებული და როგორი საშიშები არიან. არ აგიხდებათ მურმან დუმბაძის წყევლა და არ გაგიხმებათ ხელი 30-ში 5-იანის შემოხაზვით; ქვეყანას ამოსუნთქვის შანსს მივცემთ;

 

საბოლოოდ კი ყველაფერი ამომრჩეველზეა, რამდენად მოახერხებს ლურჯ-წითელი ფერებიდან გამოსვლას და ყვითელი, მწვანე და სხვა ფერების დანახვას ყველა იმ შიშის მოსაცილებლად რომელიც დღეს ლეგიტიმურად გვაწუხებს“, – წერს ხიდაშელი.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X