14:44 | 2021-09-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე – ლევან რატიანი სასიხარულო მიმართვას ავრცელებს

მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე – ლევან რატიანი სასიხარულო მიმართვას ავრცელებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

 

როგორც ლევან რატიანი ამბობს, მალე მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდება.

 

„იმედია მალე დავამარცხებთ პანდემიას! მალე ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი! ამის საფუძველი ბიოლოგიის კანონია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს! იმუნიტეტი პოპულაციური ჩამოყალიბების ფაქტორებია: გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნური სტატუსი და უსაფრთხო ვაქცინაცია! ამის დასტური სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ-19 და გამოჯანმრთელდნენ, 7-8 თვე და შესაძლებელია ათწლეულები ან მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ინარჩუნებდნენ მყარ იმუნიტეტს SARS-CoV-2 ის მიმართ.

 

ღმერთო, ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე გთხოვ - ბიძინა კულუმბეგოვი
2021-09-17ღმერთო, ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე გთხოვ - ბიძინა კულუმბეგოვი

 

დაავადების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ T და B უჯრედები იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოქმნიან ახალ ანტისხეულებს ორგანიზმს თუ კვლავ შეხება მოუხდა ამ ვირუსთან. ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6 – ჯერ მაღალი იყო ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.

 

ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა!?ვაქცინაციას მასიურად შეუძლია სიცოცლის გადარჩენა! ვაქცინაცია მედიცინის მონაპოვარია! მას მასიურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! ფაქტი ერთია, მთავარია პოპულაციური იმუნური სტატუსის ჩამოყალიბება, რაც სუმარული ჯამია პოსტ-ინფექციის და ვაქცინაციის! არა ქაოსი! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით!“,- ამბოს ლევან რატიანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X