
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი ანკარაში მომხდარი ინციდენტის გამო წუხს. ამის გამო მას ძილის პრობლემებიც აქვს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
საქმე ეხება ანკარაში შარლ მიშელის, თურქეთის პრეზიდენტსა და ევროკომისიის ქალი პრეზიდენტის შეხვედრას, როდესაც ურსულა ვონ დერ ლეიენი სკამის გარეშე დარჩა. ამის გამო ევროკომისიის პრეზიდენტმა გაკვირვებაც გამოხატა.
ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დარჩა – ნახეთ ვიდეო

„არ ვმალავ, რომ მას შემდეგ ღამით ცუდად მძინავს, სულ ეს სცენა მიტრიალებს გონებაში,” – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გამოასწორებდა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს.
ამ შემთხვევის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დიქტატორიც უწოდა. ამის გამო ანკარაში იტალიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.






















