09:29 | 2021-08-03 ავტორი: Prime Time

მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან! – ბიძინა კულუმბეგოვი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან! – ბიძინა კულუმბეგოვი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ავრცელებს ინფორმაციას ვაქცინაციის ეფექტურობასა და საქართველოს კლინიკებში მყოფი პაციენტების შესახებ.

 

„ამ მომენტში საქარველოში ჰოსპიტალიზირებულია 6082 პაციენტი, კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 30 943 ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია.

 

ხელოვნური წვიმა გაუსაძლის სიცხესთან საბრძოლველად - არის თუ არა სახიფათო ეს გამოგონება
2021-08-02ხელოვნური წვიმა გაუსაძლის სიცხესთან საბრძოლველად - არის თუ არა სახიფათო ეს გამოგონება

 

შედარებისთვის დიდი ბრიტანეთში ჰოსპიტალიზირებულია 5 943 პაციენტი (უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში) , აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1 236 459 პაციენტი ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 0.48%-ია.

 

ამ დრამატული სხვაობის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის მაჩვენებელი ბრიტანეთში 63.8%, საქართველოში 6.7%.

#ვაქცინაცია მუშაობს და მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!“, – აღნიშნავს ექიმი.

 

 

გარდა ამისა, ექიმი აქვეყნებს კლინიკიდან პაციენტების გაწერის შესახებ ინფორმაციას, თუ რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ექიმმა ეს გადაწყვეტილება.

 

 

კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმები რთულად შესადგენია და ხშირად პაციენტის საწოლთან ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, თუმცა ამავე დროს უსაფუძვლოდ კლინიკაში დაყოვნება სერიოზული ტვირთია ქვეყნისთვის და ზოგადად პანდემიის მართვისთვის.

 

 

ეს ინფორმაცია უფრო ჩვენს კოლეგებს გამოადგებათ, აქ მოცემულია ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გაიდლაინის მიხედვით კლინიკიდან გაწერის მარტივი კრიტერიუმები:

 

– > 48 საათი პაციენტი არის უსიცხო

 

სატურაცია > 94%

 

– სუნთქვის სიცხშირე <22

– წნევა > 90/60

 

– არ აქვს დატვირთვაზე სუნთვის გაძნელება

 

– დინამიკაში გაუმჯობესდა ხველა, ქოშინი, ჟანგბადზე დამოკიდებულება…

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

ავტორი: Prime Time

X