16:32 | 2020-07-08 ავტორი: თამთა თორდია

მას, უდანაშაულოს, დღეს კლავს საზოგადოების ნაწილი! – სოსო გოგაშვილი იაკობ ბრეგვაძეზე

მას, უდანაშაულოს, დღეს კლავს საზოგადოების ნაწილი! – სოსო გოგაშვილი იაკობ ბრეგვაძეზე

პირველ რიგში ჩემი პირადი მხარდაჭერა იაკობ ბრეგვაძეს, აი ამ მაგარ ბიჭს, სრულფასოვან მოქალაქეს პირველ რიგში იმიტომ, რომ მას უდანაშაულოს, დღეს კლავს საზოგადოების ნაწილი, თან ჯგუფურად ​- ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში იაკობ ბრეგვაძესთან დაკავშირებით წერს.

არაფერი მაქვს დასამალი! შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ - იაკობ ბრეგვაძის დედა დუმილს არღვევს
2020-07-07არაფერი მაქვს დასამალი! შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ - იაკობ ბრეგვაძის დედა დუმილს არღვევს

 

 

„პირველ რიგში ჩემი პირადი მხარდაჭერა იაკობ ბრეგვაძეს, აი ამ მაგარ ბიჭს, სრულფასოვან მოქალაქეს პირველ რიგში იმიტომ, რომ მას უდანაშაულოს, დღეს კლავს საზოგადოების ნაწილი, თან ჯგუფურად.

 

დიდხანს იცოცხლე შვილო, ეს მოქალაქეობრივი გრძნობა და საქციელი „გადასდე” სხვასაც, შენი თაობიდან.

 

მაგარი ბიჭი ხარ მისაბაძი საამაყო ამის შემდეგ ჩემი მხარდაჭერა იმ 112 ის ოპერატორ ბიჭსაც, რომელსაც ასევე ვკვლავთ, ისიც ჯერ ცოცხალია მძორიჭამიებო და ჯვარი ეწეროს. ის როგორც სხვა, ასევე ასრულებდა ზუსტად წესის მიხედვით იმას, რაც ასწავლეს. მოქალაქეა ისიც‼️

 

​და ბოლოს უკვე ცაში გაფრენილ ანგელოზს ჩემი გულწრფელი ლოცვა-ვედრება და თხოვნა უფლის მიმართ, რომ იქ სასუფეველში ანგელოზად მყოფს, ელოცოს უდანაშაულო თანატოლებზე და ასევე დამნაშავე თანატოლებზეც.

 

ვინ იცის რამდენ სიხარულს მოუტანდა ქვეყანას მისი გამარჯვებებით და რამდენჯერ აგვატირებდა სიხარულით, მაგრამ ახლა ყველა ტირის მისი ნაადრევად ზეცად ასვლით. საკმარისია“, – წერს სოსო გოგაშვილი.

 

ნახეთ შსს-ს მიერ გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც 112-ის ოპერატორისა და ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის საუბარს ასახავს.

ავტორი: თამთა თორდია

X