17:27 | 2020-04-24 ავტორი: Prime Time

მაშინ როცა ხალხი ქუჩაში აღარ დადის, ეს ქალი მიუსაფარ და მშიერ ძაღლებს კვებავს

მაშინ როცა ხალხი ქუჩაში აღარ დადის, ეს ქალი მიუსაფარ და მშიერ ძაღლებს კვებავს

ბათუმელმა ქალმა პანდემიის დროს მიუსაფარ ცხოველებს გამოკვება გადაწყვიტა.

 

ხორცი და პური, რომელიც გულო ფუტკარაძემ მოხალისე ლევან ჩხაიძის დახმარებით შეაგროვა მიუსაფარ ცხოველებს დაურიგა.

გულო ფუტკარაძე ცხოველთა უფლებადამცველია. როგორც გულო ამბობს, მთელი მისი ცხოვრება ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვაში გაატარა.

ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარული მას შემდეგ აქვს, რაც თავისი ძაღლი ავტომობილის მსხვერპლი გახდა.

 

მას შემდეგ გულო ფუტკარაძე ბათუმსა და რეგიონებში მიუსაფარ ცხოველებს კვებავს.

 

ხორცს, ძვლებს და სხვა სასურსათო ნარჩენებს ის ხორცის ბაზრობებზე და სხვადასხვა კვების ობიექტებში აგროვებს.

 

„არასოდეს მქონია საკვებთან დაკავშირებული პრობლემა, ბაზრის დირექტორი ძვლებსა და ხორცის ნარჩენებს ცხოველებისთვის მაწვდის. ბევრი კეთილი ადამიანის მეშვეობით არაცერთი ძაღლი მშიერი არ დამიტოვებია. თუმცა პანდემიის გამო ყველა ობიექტი დაიხურა, რომ არა მოხალისე ლევან ჩხაიძე მარტო ვერაფერს გავხდებოდი. სპეციალური საშვი მაქვს რაც გადაადგილებაში მეხმარება. სხვადასხვა ადგილას მივდივარ და ვანაწილებ საკვებს. ახლა მხოლოდ ადამიანს არ სჭირდება შველა, ცხოველი გაცილებით ცოდოა ამ პირობებში, უნდა დავეხმაროთ სხვა შემთხვევაში დაიღუპებიან“, -ამბობს გულო ფუტკარაძე

ავტორი: Prime Time

X