13:40 | 2021-10-10 ავტორი: Prime Time

მაშველები ბათუმელებმა ტაშით გააცილეს. ახლა, კი ქუჩის ერთ კუთხეში სამგლოვიარო პროცესიაა – ვახო ხუზმიაშვილი

მაშველები ბათუმელებმა ტაშით გააცილეს. ახლა, კი ქუჩის ერთ კუთხეში სამგლოვიარო პროცესიაა – ვახო ხუზმიაშვილი

”ასეთი დამწუხრებული ბათუმი, მე არ მინახავს. თითქოს გაჩერებულია ყველაფერი”,- ამის შესახებ ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბათუმის ტრაგედიას იხსენებს.

 

მისი თქმით, დღეს, მაშველები ბათუმელებმა ტაშით გააცილეს. ახლა, კი ქუჩის ერთ კუთხეში სამგლოვიარო პროცესიაა.

 

“ყველა დამწუხრებულია. მიწასთან გასწორებული კორპუსი, ჩემი აივნიდან 40 მეტრშია. დილით, დაახლოებით ისეთი ხმა, თითქოს სატვირტო მანქანიდან ე.წ “ხრეში” დაცალა. გავედი აივანზე და არაფერი ჩანდა, გარდა ცარცისფერი მტვერისა. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა, გავიგონე ქალის კივილი, ტირილი… ამ დროს ყველა გარბოდა ერთი მიმართულებით და მაშინვე ჩავედი ქვემოთ, სადაც მტვერში ჯერ კიდევ ვერ ვხდევადით, რომ კორპუსი არ იყო. მტვერმა გადაირია და დახმარების პირველი ხელი ყველამ, ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვისკენ გასწია, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ქალაქში დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო.

 

გადაკეტილი გზები, საპატრულო ,სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები, რომელთა სახეებზეც საერთო ემოცია იკითხებოდა, თითქოს ყველა საკუთარ ოჯახის წევრს ეძებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთამდე 30-ე საათამდე… დღეს, მაშველები ბათუმელებმა ტაშით გააცილეს. ახლა, კი ქუჩის ერთ კუთხეში სამგლოვიარო პროცესიაა. სანთლები, ყვავილები და ბავშვის სათამაშოები, რაც უთქმელად გვიყვება 8 ოქტომბრის ტრაგედიას ბათუმში”- წერს ვახო ხუზმიაშვილი.

 

26 მაისის ქუჩაზე, 8 ოქტომბრის ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამი არასრულწლოვანია. ამ დრომდე საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას 37 წლის კაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დასტაბილურდა.

 

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო სულ სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X