
მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ძაღლი და მისი მეპატრონე გადაარჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს.
მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.






















