
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოასვენეს. ესაა მერვე ცხედარი, რომელიც სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს.
დილით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა, რის შემდეგაც, ნანგრევებში ორი ადამიანის – დედისა და მისი მოზარდი შვილის ცხედრები იპოვეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში, სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, კიდევ ერთი კი მკურნალობას აგრძელებს – კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა – სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
მაშველებმა ნანგრევებში დედის და 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
თქვენო ღირსებავ, 21 წლის ბიჭი უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, 21 დღე არ გვძინებია, ნაბიჯ-ნაბიჯ დავდევდით – საქმის პროკურორი მოსამართლეს
„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა
მამა 25 საათი ნანგრევებთან ელოდებოდა – 11 წლის ბიჭი დედასთან ერთად ნანგრევებიდან ამოასვენეს
VIDEO: „ხალხი მოსულია ნანგრევების გათავისუფლებას იხვეწება, ეს კი..“ – ქურდობა ბათუმში უბედური შემთხვევის დროს






















