20:11 | 2020-08-07 ავტორი: თამთა თორდია

მაშველებმა კონსტრუქციაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს

მაშველებმა კონსტრუქციაში რამდენიმე დღის განმავლობაში გაჭედილი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე, გასაჭირში მყოფ კნუტს დახმარება აღმოუჩინეს.

ვრცელდება ვიდეო, როგორ ხტება ახალგაზრდა ქალი მტკვარში
2020-08-05ვრცელდება ვიდეო, როგორ ხტება ახალგაზრდა ქალი მტკვარში

 

 

გორგასლის ქუჩაზე, რესტორანი კრწანისის სარდაფიდან გამავალ რკინის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი რამდენიმე დღის განმავლობაში ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

 

რესტორნის თანამშრომლებს მისი ხმა ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.

 

ჩვენმა მაშველებმა კნუტი უვნებლად დაუბრუნეს ბუნებრივ არეალს. დღეიდან მასზე რესტორანი „კრწანისის“ თანამშრომლები იზრუნებენ.

 

ავტორი: თამთა თორდია

X