15:05 | 2021-01-30 ავტორი: Prime Time

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი სასწაულებრივად გადაარჩინეს – ექსკლუზიური კადრები ზუგდიდიდან

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი სასწაულებრივად გადაარჩინეს – ექსკლუზიური კადრები ზუგდიდიდან

ზუგდიდის ე.წ. საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის მარიამ მამასახლისი მაშველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს.

 

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ცხოვრობს.

 

ეს ექსკლუზიური კადრები „პრაიმტაიმს“ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადგილობრივებმა მიაწოდეს.

 

ავტორი: Prime Time

X