21:07 | 2020-07-21 ავტორი: Prime Time

მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

მაშველებმა თბილისის ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

 

სამაშველო ოპერაცია თბილისის ზღვაზე რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მანამდე მაშველებმა წყლიდან 14 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს.

 

ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობდა, მიმდინარეობდა სანაპიროს მონიტორინგი. სამუშაოები ძლიერი ქარის გამო გართულებული იყო. შემთხვევა ვარკეთილის სანაპიროსთან მოხდა.

ავტორი: Prime Time

X