12:13 | 2021-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

„მაშველებმა ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოიყვანეს“ – ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ბათუმში უბედურ შემთხვევას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. გარდაცვლილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მაზლი.

 

ახალგაზრდა ქალს, რომელიც ნანგრევებიდაც ცოცხალი ამოიყვანეს, საავადმყოფოში ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა, დილით კი კლინიკაში გარდაიცვალა.

 

უმძიმესი კადრები ბათუმიდან - „ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო…“ - მამა, რომელმაც ცოლი და ორი შვილი დაკარგა
2021-10-09უმძიმესი კადრები ბათუმიდან - „ეს რა დღე გაგვითენდა მამიკო…“ - მამა, რომელმაც ცოლი და ორი შვილი დაკარგა

 

ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ რომ ერთ-ერთი მცირეწლოვანი მაშველებმა ბიძასთან ერთად ჩახუტებული იპოვეს.

 

უბედურ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა მესამე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის დროს ბაღში იმყოფებოდა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X