
გურიის სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველი, გიორგი კვაჭანტირაძე შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა.
„გასულ წელს, ურეკში ზღვაზე, დაუდევრობით მრავალი სარისკო ნაბიჯის გადადგმა გვიხდებოდა. მე და ჩემი მეგობრები უკან არასდროს ვიხევდით და ასე იქნება მომავალშიც.
ამჯერად დამაჯილდოვეს ადიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. იყო ასეთი ფაქტი – ერთ საათში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენი.
ეს ჯილდო ჩემთვის პატივია, მომავალშიც ვიდგე ყველაზე ძვირფასის – ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე“, – ამბობს გიორგი კვაჭანტირაძე.























