16:23 | 2020-05-02 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მასკმა დაწერა, რომ Tesla ძალიან ძვირია – ერთ დღეში ფასმა 14 მილიარდი დოლარით იკლო

მასკმა დაწერა, რომ Tesla ძალიან ძვირია – ერთ დღეში ფასმა 14 მილიარდი დოლარით იკლო

ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს აქციები დაეცა, მას შემდეგ, რაც კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კომპანიის აქციები ძალიან ძვირია.

 

„Tesla-ს აქციები ძალიან ძვირადღირებულია“, – დაწერა მასკმა 1 მაისს. მას დამატებით დეტალები არ აღუწერია, თუმცა კიდევ ერთი უცნაური „ტვიტის“ შემდეგ, რომელშიც ამბობდა, რომ ის სახლს ჰყიდის, მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

 

სანამ მასკი ამ პოსტს გამოაქვეყნებდა, Tesla-ს აქციები 760 დოლარი ღირდა. შემდეგ საფონდო ბირჟაზე მისმა ფასმა კლება დაიწყო და 686 დოლარამდე დაეცა. ჯამში კომპანიის ღირებულებამ დაახლოებით 14 მილიარდი დოლარით იკლო.

 

მასკმა განაცხადა, რომ მისი „ტვიტი“ ხუმრობა არ ყოფილა.

 

ცნობისთვის, 2018 წელს, ილონ მასკმა დაწერა, რომ მზადაა შეისყიდოს Tesla-ს აქციები 420 დოლარად.

 

ამის შედეგ, აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ განაცხადა, რომ მასკს ინვესტორებთან ამაზე არ უსაუბრია და რომ თავისი „ტვიტით“ ბაზრის მონაწილეები სპეციალურად შეიყვანა შეცდომაში.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X